კურსის შესახებ
არაბული ენის თითოეული კურსი ეფუძნება სპეციალურად შემუშავებულ კომბინირებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს, შეისწავლოს არაბული ენა ნულოვანი დონიდან. პროგრამის მიზანია მსმენელებმა განივითარონ ენის ყველა კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
პროგრამას უძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მასწავლებლები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი სწავლებისა და არაბულ ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება.
სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, აუდიო–ვიდეო მასალები, რომელიც დაგეხმარებათ ლექსიკისა და გრამატიკული კონსტრუქციების ათვისებასა და ენის საფუძვლიან შესწავლაში. სალექციო თემით გათვალისწინებული მასალები სტუდენტებს მიეწოდება პედაგოგების მიერ. ენის სწავლების პარალელურად, მოსწავლეები მიიღებენ ზოგად ინფორმაციას არაბული ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ.
პროგრამა მოიცავს არაბული ენის სწავლების ყველა ძირითად დონეს (A1, A2, B1, B2, C1, C2)
B2 დონიდან ენის შემსწავლელებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაესწრონ სპეციალიზებულ კურსებს შემდეგი მიმართულებებით:
ბიზნეს არაბული
იურიდიული არაბული
კურსის დეტალები:
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე;
კურსზე რეგისტრირება ხდება ასაკობრივი ჯგუფებისა და ენის დონის შესაბამისად;
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;
კურსზე მოსწავლეების რაოდენობა არის მაქსიმუმ 5-7 მსმენელი;
კურსის თვიური ღირებულება - 220 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);
წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილი ღირებულება - 40 ₾;
კურსის ბოლოს, შესაბამისი ტესტირების საფუძველზე გაიცემა აკადემიის სერტიფიკატი.

