კურსის შესახებ
გერმანული ენის შემსწავლელი კურსები ეფუძნება სპეციალურად შედგენილ კომბინირებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს, შეისწავლოს გერმანული ენა ნულოვანი დონიდან. პროგრამის მიზანია მსმენელებმა განივითარონ ენის ყველა კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
კურსები შედგენილია გერმანელი და ქართველი პედაგოგების მიერ და გულისხმობს გერმანულის, როგორც უცხო ენის შესწავლას სხვადასხვა ტიპის თანამედროვე გამოცემებისა და აუდიო-ვიზუალური მასალების გამოყენებით. ლექციის ტიპი ინტერაქციული ხასიათისაა და დატვირთულია სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობებით, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს შეისწავლოს გერმანული ენა მარტივად და დინამიურად.
გარდა გერმანული ენის ზოგადი კურსისა, მსურველები აგრეთვე შეძლებენ მოემზადონ ენის დონის განმსაზღვრელი პოპულარული სასერტიფიკატო გამოცდებისთვის (GOETHE ZERTIFICAT; ÖSD ZERTIFIKAT; TELK ZERTIFIKAT).
სწავლება მოიცავს ენის ყველა ძირითად დონეს (A1, A2, B1, B2, C1, C2)
კურსის დეტალები:
თითოეული დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;
კურსზე რეგისტრირება ხდება ასაკობრივი ჯგუფებისა და ენის დონის შესაბამისად;
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;
ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;
კურსზე მოსწავლეების რაოდენობა არის მაქსიმუმ 5-7 მსმენელი;
კურსის თვიური ღირებულება - 180 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);
წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილი ღირებულება - 30 ₾;
აკადემიის სერტიფიკატი გაიცემა (B1) დონიდან, შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

