კურსის შესახებ
ესპანური ენის შემსწავლელი კურსები ეფუძნება სპეციალურად შედგენილ კომბინირებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს, შეისწავლოს ესპანური ენა ნულოვანი დონიდან. პროგრამის მიზანია მსმენელებმა განივითარონ ენის ყველა კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
პროგრამას უძღვებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი (Native) მასწავლებლები. სწავლების განმავლობაში გამოყენებულია სერვანტესის ინსტიტუტის ენის ექსპერტთა მიერ შემუშავებული თანამედროვე ესპანურენოვანი სასწავლო გამოცემები და აუდიო-ვიზუალური რესურსები. კურსი საშუალებას გაძლევთ უმოკლეს დროში შეძლოთ ესპანურ ენაზე გამართული კომუნიკაცია და სურვილის შემთხვევაში, ესპანური ენის ცოდნის განმსაზღვრელ ოფიციალურ გამოცდაზე გასვლა (DELE, SIELE).
სწავლება მოიცავს ესპანური ენის ყველა ძირითად დონეს (A1, A2, B1, B2, C1, C2)
კურსის დეტალები:
თითოეული დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;
კურსზე რეგისტრირება ხდება ასაკობრივი ჯგუფებისა და ენის დონის შესაბამისად;
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;
ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;
ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 5-7 მსმენელი;
კურსის თვიური ღირებულება - 180 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);
წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილი ღირებულება - 30 ₾.
აკადემიის სერტიფიკატი გაიცემა (B1) დონიდან, შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

