კურსის შესახებ
თურქული ენის ზოგადი კურსი არის სპეციალურად ქართველთათვის შემუშავებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს, შეისწავლოს თურქული ენა ნულოვანი დონიდან. პროგრამის მიზანია მსმენელებმა განივითარონ ენის ყველა კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი, გამოყენებითი გრამატიკა და ლექსიკა.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
ენის კურსები შედგენილია თურქი და ქართველი პედაგოგების მიერ და გულისხმობს თურქულის, როგორც უცხო ენის შესწავლას თურქული ენის კვლევითი ცენტრის TÖMER - ის გამოცემებისა და აუდიო-ვიზუალური მასალების გამოყენებით. ლექციის ტიპი ინტერაქციული ხასიათისაა და დატვირთულია სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობებით, რაც სწავლების პროცესს მარტივს და სასიამოვნოს ხდის.
პროგრამა მოიცავს თურქული ენის სწავლების ყველა ძირითად დონეს (A1, A2, B1, B2, C1, C2)
გთავაზობთ თურქული ენის შესწავლის სხვადასხვა კურსს:
თურქული ენის ზოგადი კურსი
თურქული ენა მოზარდებისთვის
თურქული ენა ბავშვებისთვის
კურსის დეტალები
თითოეული დონის ხანგრძლივობაა 3 თვე;
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;
ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;
კურსზე მოსწავლეების რაოდენობა არის მაქსიმუმ 5-7 მსმენელი;
კურსის თვიური ღირებულება - 180 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);
წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილი ღირებულება - 35 ₾.
აკადემიის სერტიფიკატი გაიცემა კურსის ბოლოს შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

