კურსის შესახებ
იაპონური ენის კურსი ეფუძნება კომბინირებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს იაპონური ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს, შეისწავლოს ენა ნულოვანი დონიდან. საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებულია განავითაროს ენის ოთხივე ძირითადი კომპონენტი: საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
კომბინირებული კურსი შედგენილია იაპონელი პედაგოგის მიერ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში და აკადემიურ ინსტიტუციებში იაპონურის, როგორც უცხო ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ, თითოეული გაკვეთილი ინტერაქციული ხასიათისაა და მოიცავს სხვადსხვა ტიპის აქტივობებს, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ მსმენელს, მარტივად და ხალისით აითვისოს იაპონური ენა.
სწავლება მოიცავს ენის ყველა ძირითად დონეს (A1, A2, B1, B2, C1, C2)
კურსის დეტალები
თითოეული დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;
ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;
კურსზე მოსწავლეების რაოდენობა არის მაქსიმუმ 5-7 მსმენელი;
სწავლის თვიური ღირებულება - 220 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);
წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილის ღირებულება - 40 ₾;
კურსის ბოლოს, შესაბამისი ტესტირების საფუძველზე გაიცემა აკადემიის სერტიფიკატი.

