top of page

იტალიური ენა

კურსის შესახებ

იტალიური ენის შემსწავლელი კურსები ეფუძნება სპეციალურად შედგენილ კომბინირებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს შეისწავლოს იტალიური ენა ნულოვანი დონიდან. პროგრამის მიზანია მსმენელებმა განივითარონ ენის ყველა კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. 

 

მასწავლებლები და მეთოდოლოგია

პროგრამას უძღვებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი (Native speaker) მასწავლებლები. სწავლების განმავლობაში გამოყენებულია ენის ექსპერტთა მიერ შემუშავებული თანამედროვე იტალიურენოვანი სასწავლო გამოცემები. კურსი საშუალებას გაძლევთ უმოკლეს დროში შეძლოთ იტალიურ ენაზე გამართული კომუნიკაცია და სურვილის შემთხვევაში, იტალიური ენის ცოდნის განმსაზღვრელ ოფიციალურ გამოცდაზე გასვლა (PLIDA; CELI; CILS).


სწავლება მოიცავს ენის ყველა ძირითად დონეს  (A1, A2, B1, B2, C1, C2)

 

კურსის დეტალები:

  • თითოეული დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;

  • კურსზე რეგისტრირება ხდება ასაკობრივი ჯგუფებისა და ენის დონის შესაბამისად;

  • მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;

  • ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;

  • ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 5-7 მსმენელი;

  • კურსის თვიური ღირებულება - 180 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);

  • წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილი ღირებულება - 30 ₾;

  • აკადემიის სერტიფიკატი გაიცემა (B1) დონიდან, შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

© 2023 by Lingua Hub. All Rights Reserved.

bottom of page