top of page

ფრანგული ენა

კურსის შესახებ

ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები ეფუძნება სპეციალურად შედგენილ კომბინირებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს შეისწავლოს ფრანგული ენა ნულოვანი დონიდან. პროგრამის მიზანია მსმენელებმა განივითარონ ენის ყველა კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. 

 

მასწავლებლები და მეთოდოლოგია

პროგრამას უძღვებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი (Native) მასწავლებლები. სწავლების განმავლობაში გამოყენებულია ენის ექსპერტთა მიერ შემუშავებული თანამედროვე ფრანგულენოვანი სასწავლო გამოცემები და აუდიო-ვიზუალური რესურსები.  კურსი საშუალებას გაძლევთ უმოკლეს დროში შეძლოთ ფრანგულ ენაზე გამართული კომუნიკაცია და სურვილის შემთხვევაში, ფრანგული ენის ცოდნის განმსაზღვრელ ოფიციალურ გამოცდაზე გასვლა (DELF; DALF).


სწავლება მოიცავს ენის ყველა ძირითად დონეს  (A1, A2, B1, B2, C1, C2)

 

კურსის დეტალები:

  • თითოეული დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;

  • კურსზე რეგისტრაცია ხდება ასაკობრივი ჯგუფებისა და ენის დონის შესაბამისად;

  • მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;

  • ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;

  • ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 5-7 მსმენელი;

  • კურსის თვიური ღირებულება - 180 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);

  • წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილი ღირებულება - 30 ₾.

  • აკადემიის სერტიფიკატი გაიცემა (B1) დონიდან, შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

© 2023 by Lingua Hub. All Rights Reserved.

bottom of page