კურსის შესახებ
ჩინური ენის თითოეული კურსი ეფუძნება სპეციალურად ქართველთათვის შემუშავებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს, შეისწავლოს ჩინური ენა ნულოვანი დონიდან. პროგრამის მიზანია მსმენელებმა განივითარონ ენის ყველა კომპონენტი: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
პროგრამას უძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მასწავლებლები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი სწავლებისა და ჩინეთში ცხოვრების გამოცდილება. ჩინურის, როგორც უცხო ენის შესწავლა მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის თანამედროვე გამოცემებისა და აუდიო-ვიზუალური მასალების გამოყენებით. გაკვეთილის ტიპი ინტერაქციული ხასიათისაა და დატვირთულია სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობებით, რაც სწავლების პროცესს მარტივს და სასიამოვნოს ხდის.
პროგრამა მოიცავს ჩინური ენის სწავლების 6 ძირითად დონეს (HSK 1, HSK 2, HSK 3, HSK 4, HSK 5, HSK 6)
კურსის დეტალები
კურსის ხანგრძლივობა არის 3 თვე;
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ;
ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 საათი;
ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 5-7 მსმენელი;
კურსის თვიური ღირებულება - 220 ₾ (12 საათი, 8 გაკვეთილი);
წყვილში მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი გაკვეთილი ღირებულება - 40 ₾.
აკადემიის სერტიფიკატი გაიცემა კურსის ბოლოს შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

